ალექსანდრე მოწერელია: ფოთსა და ზუგდიდში ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკი არსებობს

სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ფოთსა და ზუგდიდში, ბლოკ-პოსტების განთავსების აუცილებლობა, გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ სამეგრელოს ამ ქალაქებში, ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკი არსებობს.

„რა თქმა უნდა მართალია, ის რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სავალდებულო რეკომენდაციებს არ ემორჩილება. გუშინ მაგალითად ზუგდიდში, საკმაოდ ხალხმრავლობა იყო. ჩვენი მედიკოსების მიერ ყოველწუთს ხდება მოწოდება, რომ ერთადერთი, ყველაზე უსაფრთხო გადარჩენა ეპიდეემისგან არის სახლში ჯდომა. ვინაიდან ეს მოწოდება ყველამ ყურად ვერ იღო, ამდენად აღსრულების ნაწილში ჩვენ ვამკაცრებთ ზომებს. რაც შეეხება ბლოკ-პოსტებს, ფოთში, შესასვლელში, გასასვლელში საპოლიციო ძალებით მოეწყობა. ზუგდიდში რა თქმუნდა შესასვლელში. ეს ორი ქალაქში ყველაზე მაღალი რისკი გვაქვს. მოგეხსენებათ ფოთში, ძალიან ბევრი გადაზიდვები ხორციელდება, ძალიან ბევრი მძღოლი შემოდის, შემოაქვთ ტვირთი, ხდება შემდეგ აქ ამ ადამიანების დაყოვნება, ამდენად უფრო მეტი კონტროლი გვჭირდება. ფოთს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, აქედან ხდება მომარაგება და არაფრით არ შეიძლება აქ რამე კონტროლიდან გაგვექცეს. რაც შეეხება ზუგდიდს, სამწუხაროდ დღეს აფხაზეთში მდგომარეობა ვიცით, რომ კონტროლს არ ემორჩილება და არ არის გატარებული ის ღონოსძიებები, რაც არის გატარებული ჩვენთან, საფრთხე არსებობს ძალიან მაღალი, როგორც აფხაზეთში, ისევე ყველგან. თუკი მოხდება გავრცელება, ჩვენ მზად უნდა ვიყთ იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა, რომელიც იქ ცხოვრობენ, ჩვენი თანამემამულეები მივიღოთ. ამდენად, რუხის საავადმყოფოს აღჭურვის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა სწორედ ეს იყო“_ განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად