ალექსანდრე მოწერელია: ფოთს სჭირდება შემოვლითი გზა, რომელიც პირდაპირ შევა ფოთში და დასახლებულ პუნქტს არ გაივლის

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციის პარალელურად, ფალიაშვილის ქუჩაზეც აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა მძიმეწონიან მანქანებს გავლის საშუალება არ მისცეს. მათი თქმით, ტრაილერები ინტენსიურ რეჟიმში გადაადგილდებიან და ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების ტრანსპორტირებას ახორციელებენ.

ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ასევე ამბობენ, რომ მათი პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი, ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ცემენტის ქარხანაა, საიდანაც მუდმივად მტვერი იფრქვევა.

ორივე აქციის მონაწილეებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შეხვდა.მისი განცხადებით, არსებული პრობლემები მისთვის ცნობილი და გასაგებია, თუმცა მათი მოგვარება მყისიერად შეუძლებელია.

“რა თქმა უნდა პრობლემას ვიცნობთ , მოსახლეობის გულისწყრომა გასაგებია ჩვენთვის. შემაწუხებელია ის რაც ხდება , როგორც ამ ქუჩაზე , ისე მეორე ქუჩაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივებს კარგად ესმით სწრაფად, ერთბაშად გადაწყვეტა ამ საკითხების პრაქტიკულად შეუძლებელია სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. თუმცა შესაძლებელია იმ მდგომარეობის შემსუბუქება , რომელიც დღეს ამ ქუჩებზე არსებობს. შევთანხმდით იმაზე, რომ საუბარი უნდა შედგეს არა ქუჩაში, არამედ შენობაში ემოციების გარეშე. იმ მინიმალურ შესაძლებლობლებს რაც ჩვენ გვაქვს , ჩვენ ამაზე შევთანხმდებით და ყველაფერი იქნება შესრულებული.

რაც შეეხება ალტერნატიულ გზას, რომ ამ მძიმეწონიანმა ავტომანქანებმა იმოძრაოს და არ შეაწუხოს ჩვენი მოქალაქეები ამისათვის , ფოთს სჭირდება შემოვლითი გზა, რომელიც პირდაპირ შევა ფოთში და დასახლებულ პუნქტს არ გაივლის . ამ გზის პროქტირება საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაწყებული აქვს , მაგრამ ეს გზა საკმაოდ ძვირადღირებულია და წელს მის მშენებლობას ჩვენ ვერ დავიწყებთ , მაგრამ თუ კი გამოჩნდეა საშუალება , ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. ჩვენ შევთანხმდით ჯავახიშვის ქუჩის მცხოვრებლებს შევხვდებით დილის ცხრა საათზე, საღამოს რვა საათზე კი ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან,შესაბამისად ყველა იმ საკითხს რაც მათ აწუხებთ პუნქტების მიხედვით განვიხილავთ, “- განაცახადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეგახსენებთ, რომ ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია დილიდან გადაკეტეს. მათი განმარტებით, წლებია პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება და ასევე ღია წესით ხდება მისი გადაზიდვა. ისინი ხელისუფლებისგან მყისიერ რეაგირებას მოითხოვენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად