ალექსანდრე მოწერელია ხობში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

არსებულ პანდემიასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

ქალაქ ხობში, ცოტნე დადიანის N185-ში მდებარე შენობის დაზიანებული სახურავისა და ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 373 224 ლარს შეადგენს.

ხობში ასევე მიმდინარეობს ცენტრალური პარკისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.

პროექტის შესაბამისად მოეწყობა საფეხმავლო ზოლები, კიბეები, პანდუსები, მოსაცდელი, სანიაღვრე არხები. დამონტაჟდება დეკორატიული სკამები და განათების სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ხობის პარკის პირველი ეტაპის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად