ალექსანდრე მაისურაძე WHO-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ შეხვედრა გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორთან, ტედროს გებრეიესუსთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა კოვიდ19-ის გავრცელების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა და მთავრობის მიერ განხორციელებული სოციალური და ეკონომიკური ზომები მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან, ხაზი გაესვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლს პანდემიის პირობებში ექსპერტული და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის კონტექსტში.

WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიეუსმა დადებითად შეაფასა საქართველოში პანდემიის გავრცელების კუთხით არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ ქვეყანა რეგიონში სამაგალითოა არა მხოლოდ კოვიდ19-თან ბრძოლაში, არამედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის, C ჰეპატიტთან ბრძოლისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. იგი მიესალმა ჯანდაცვის საკითხებზე საქართველოს მთავრობის მაღალ დონეზე აქტიურობას და აღნიშნა, რომ სწორედ მაღალი დონის ჩართულობით შეძლო ქვეყანამ „Health for all” პრინციპის დაცვა.

შეხვედრის დასასრულს მხარეები საქართველოსა და WHO-ს ურთიერთობების გაგრძელებასა და ჯანდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად