ალექსანდრე ლუკაშენკო: არაღიარებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ურყევი იქნება

არაღიარებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ურყევი იქნება,-ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ლუკაშენკო რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე და შეიცვლება თუ არა ბელარუსის არაღიარების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, ლუკაშენკომ აღნიშნა:

"პირველ რიგში ჩემთვის არავის არ დაუსვია ასეთი პრობლემა, მხოლოდ თქვენ, შექმენით ამ კონტექსტით. რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ მთელი ამ გაუგებრობის, ომის შემდეგ, რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შემდეგ, საჭირო იყო ურთიერთობების უფრო რბილად ჩამოყალიბება, და არა იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც თქვენ წინაზე თქვით…

მე და პრეზიდენტი ვართ რეალისტები. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში მოვძებნით ერთ პასუხს მაინც, ერთ შეკითხვაზე – თუ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ რაღაც პოზიციები შეიცვალოს. არის გაუგებრობა პოლიტიკურ დონეზე, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, უახლოეს მომავალში თქვენ შეიტყობთ ამის შესახებ. ჩვენი პოზიცია იქნება ურყევი, სხვა შემთხვევაში აქ არ ჩამოვიდოდი",-განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო. ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში კიდევ ორი დღე იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად