ალექსანდრე კვიტაშვილმა საკუთარი უწყების დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაითხოვა

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა,-ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

როგორც კვიტაშვილმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უწყებაში რეორგანიზაცია რეფორმების გამო განხორციელდა.

"ეს პროცესი კანონის მიხედვით 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჩვენ ვეცდებით ეს პროცესი უფრო ადრე დავასრულოთ, რომ მოვიდნენ ახალი კადრები. ამ დროისთვის იგეგმება ერთდროულად რამდენიმე რეფორმის განხორციელება, მომზადებული 9 დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს",-განაცხადა კვიტაშვილმა.

უკრაინის ხელისუფლებაში რამდენიმე ქართველია. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველი. ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი. ეკა ზღულაძე შს მინისტრის მოადგილე. ალექსანდრე კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრი. დავით საყვარელიძ გენერალური პროკურორის მოადგილე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად