ალექსანდრე კვიტაშვილი: “თუ რადაში ჩვენს კანონპროექტებს არ მიიღებენ, ჩავალაგებ ჩემოდანს”

"თუ რადაში ჩვენს კანონპროექტებს არ მიიღებენ, ჩავალაგებ ჩემოდანს",-ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მისი თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კვიტაშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რეფორმების პაკეტის პრეზენტაცია მან ჯერ კიდევ 2014 წელს განახორციელა, თუმცა საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები დღემდე არ განუხორციელებიათ.

"რატომ უნდა წავიდე? თუ უზენაესი რადა არ მიიღებს ჩვენი კანონპროექტების პაკეტს, მაშინ ჩემოდანს. თუ ეს პირველი ნაბიჯი არ გადაიდგა, ვგულისხმობ საკანონმდებლოს, მნიშვნელობაც არ ექნება, ვიქნები თუ არა აქ",-განაცხადა კვიტაშვილმა.

არსებული ცნობით, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებს უზენაეს რადაში მომავალ კვირას განიხილავენ.

კვიტაშვილის გარდა, უკრაინის ხელისუფლებაში კიდევ რამდენიმე ქართველია: მიხეილ სააკაშვილი – ოდესის ოლქის გუბერნატორი. ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია. ეკა ზღულაძე შს მინისტრის მოადგილე. ალექსანდრე კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრი. გია გეწაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილე. დავით საყვარელიძე უკრაინის გენპროკურორის მოადგილე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად