ალექსანდრე კობაიძე: ჯერ ჟურნალისტები იძიებთ კონკრეტულ საქმეს, შემდეგ მიდის გამომძიებელი და კითხავს პირს

საგამოძიებო ორგანო სააღსრულებო პოლიციას დაემსგავსა, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული პირის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ ჟურნალისტები იძიებენ კონკრეტულ საქმეს, შემდეგ კი მიდის გამომძიებელი და კითხავს კონკრეტულ პირს.

“აქ ერთი ფაქტობრივი გარემოებაა – საგამოძიებო ორგანო სააღსრულებო პოლიციას დაემსგავსა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ გამომძიებლები ხდებით თქვენ – ჟურნალისტები, თქვენ იძიებთ კონკრეტულ საქმეს, ფაქტობრივ გარემოებაზე უთითებთ. შემდეგ გამომძიებელი მიდის და კითხავს. სამართლებრივად ამას აქვს სპეციალური ტერმინი – სააღსრულებო პოლიცია. ეს უნდა აღასრულოს, მეტი ფუნქცია არ აქვს. დაახლოებით ამ როლში გვევლინება დღევანდელი გამოძიება, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად