ალექსანდრე ჯეჯელავა: იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ნული კლასი დაკანონდება

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აცხადებს, რომ წინა სასკოლო მოსამზადებელი კლასი შესაძლოა მომავალი წლიდან დაკანონდეს, მისი თქმით, ეს იქნება ნებაყოფლობითი, ვისაც სურს შეიყვანს ბავშვს. 

"5 წლის ბავშვებზე მთელს მსოფლიოს და ჩვენ გვაქვს მოსამზადებელი კლასი, ანუ "პრესქული" ან ნოლი კლასი, როგორც ერქვა, წელსაც იქნება ექპერიმენტის სახით და მომავალ წელს იმედი მაქვს დაკანონდება, ბაღს შეიძლება ჰქონდეს ეს პრესქული ანუ დასასრული ბაღის, ან სკოლას შეიძლება ჰქონდეს სკოლის დასაწყისი, ეს იქნება ნებაყოფლობითი, შეიძლება სულ არ შეიყვანო ბავშვი ამ "პრესქულში" და პირდაპირ მიიყვანო", – განაცხადა ჯეჯელავამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად