ალექსანდრე გეჯაძე: ექსპერტებმა ცალსახად გამოვრიცხეთ, რომ შაქარაშვილი ამ დაზიანებებს დაგორებით ვერ მიიღებდა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო. დამოუკიდებელი საექსპერტო ცენტრ „ვექტორის“ დირექტორმა ალექსანდრე გეჯაძემ განმარტა, რატომ გაიცა შუალედური ექსპერტიზის დასკვნა გიორგი შაქარაშვილის განზრაზ მკვლელობის საქმეზე და არ გაეცა პასუხი გამოძიების მიერ დასმულ ყველა კითხვას.

“გამოძიებამ წერილობით მოგვმართა თუ რამე კითხვაზე შესაძლებელი იყო პასუხის გაცემა, გვთხოვა გაგვეცა შუალედური დასკვნა. ალბათ, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რაც გამოძიების წინაშე იდგა.
14 კითხვიდან პასუხი გაეცა პირველ 8 შეკითხვას. საქმის მასალების დეტალური შესწავლით, შემთხვევის ადგილზე დამატებით გასვლის შემდეგ, ექსპერტთა კომისიის წევრები მივედით ერთიან გადაწყვეტილებამდე – ცალსახად გამოვრიცხეთ, რომ შაქარაშვილი ამ დაზიანებებს დაგორებით ვერ მიიღებდა. სახეზეა მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედება”, – განაცხადა გეჯაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად