ალექსანდრე ერქვანია: პატრიარქის წაქცევას ვერავინ შეძლებთ, რადგან უფალი მეფობს

ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, “მოსახლეობაში გამეფებულ ნიჰილიზმსა და გაღრმავებულ ეკონომიკურ კრიზისზე”.

„მოსახლეობაში სრული ნიჰილიზმი და უიმედობაა. ხალხის უმეტესობა მომავალზე ხელჩაქნეულია, ყველგან სერიოზული პრობლემები და სტაგნაციაა. ქვეყანაში ყოველდღიურად ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. პოლიტიკოსების უმრავლესობას არ გააჩნია პასუხისმგებლობა ღვთის, ქვეყნისა და ერის წინაშე. მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ფულისა და პირადი კეთილდღეობისთვის.

სამწუხაროდ, ხელისუფლების დუმილმა, უმოქმედობამ და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს წლების განმავლობაში ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ამიტომ დღეს ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა. ყველას, ვისაც ეკლესიაში შფოთის შეტანა და პატრიარქის საპატრიარქოს ტახტიდან ჩამოცილება სურს, მინდა გაგაფრთხილოთ, არ მოგატყუოთ პატრიარქის ასაკმა და მისმა ფიზიკურმა მდგომარეობამ. მის წაქცევას ვერავინ შეძლებთ, რადგან უფალი მეფობს.”,-ამბობს ერქვანია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად