ალექსანდრე ბარამიძე: ადეიშვილი სასამართლო სისტემას ჩინჩალაძის მეშვეობით აკონტროლებდა

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა ალექსანდრე ბარამიძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

კითხვაზე, ვიღაცამ იუსტიციის საბჭოს დართო ნება ჩამოეყალიბებინათ ასეთი მმართველობის სისტემა, ვინ იყო ის, – პასუხობს:

“ვვარაუდობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა. რაში სჭირდება, ეგ მე არ ვიცი. მისი საჯარო განცხადებები მეუბნება მე, რომ ეს ასეა. აი მაგალითად მურუსიძის შესახებ განაცხადა, რომ მსხვერპლი იყოვო”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, მაშინ მსხვერპლების დაჯგუფება გამოდის, ბარამიძე ამბობს:

“ესენი ყველანი არიან მსხვერპლები, მაშინ მაინტერესებს, ვინ არის მათი ჯალათი. ყველამ იცის, რომ ადეიშვილი სასამართლო სისტემას სწორედ ჩინჩალაძის მეშვეობით აკონტროლებდა”, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად