ალექსანდრ ვერშბოუ ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე: “არასდროს გვითქვამს საბოლოო ვადა”

“საქართველო უახლოვდება ნატოს, მაგრამ გაწევრიანების ზუსტ თარიღის თაობაზე სპეკულაციას არ დავიწყებ”,-ამის სესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსნანდრ ვერშბოუმ საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც ვერშბოუმ აღნიშნა, საქართველო უახლოვდება ნატოს და ქვეყანა თავის გასასვლელ გზას გაივლის.

"უელსში მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო მიზანმიმართულს ხდის საქართველოს მისწრაფებებს ამ მიმართულებით. საქართველო თავის გასავლელ გზას გაივლის, ქვეყანა უახლოვდება ნატოს, მაგრამ არ დავიწყებ სპეკულაციას გაწევრიანების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით. ჩვენ არასდროს გვითქვამს "დედლაინის" – საბოლოო ვადის შესახებ”,-განაცხადა ვერშბოუმ.

შეგახსენებთ, ვიზიტის მეორე დღის ფარგლებში, ვერშბოუ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარაბაშვილს, რამდენიმე მინისტრს, პატრიარქსა და პრეზიდენტს შეხვდა. მან დღეს ასევე ვაზიანის სამხედრო ბაზა მოინახულა. მისი ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად