ალექსანდრ ვერშბოუ მისი საქართველოში ელჩად დანიშვნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ალექსანდრ ვერშბოუმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე უარყო ინფორმაცია მისი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

“მე ვამაყობ იმ ფაქტით, რომ საქართველოს მეგობარი ვარ. ყოველთვის მხარს ვუჭერ საქართველოს მისწრაფებებს, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში არ ვიქნები” – წერს ალექსანდრ ვერშბოუ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის  ალექსანდრ ვერშბოუს აშშს ელცად შესაძლო დანიშვნის თაობაზე.

NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრ ვერშბოუ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის აგრესიას ყოველთვის გმობდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ალექსანდ ვერშბოუ   2001– 2005 წლებში იყო ამერიკის შეერთებული შტატებისს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...