ალექსანდრ ლუკაშენკომ, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი ხმა მისცა ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო ეწვია საარჩევნო უბანს, რომელიც მდებარეობს მინსკში, ფიზკულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, საპრეზიდენტო არჩევნებში იგი ნომერი პირველია.

ბელარუსის ლიდერს თბილი საუბარი ჰქონდა საუბნო კომისიის თავმჯდომარესთან, კომისიის წევრებთან და დამკვირვებლებთან. შემდეგ მან კომისიის წევრს აჩვენა თავისი პასპორტი, მიიღო ბიულეტენი და გადავიდა ხმის მიცემის კაბინაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან დატოვა ჯიხური და კონვერტი საარჩევნო ყუთში ჩააგდო.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს ტარდება, კანდიდატად რეგისტრირებულია ხუთი ადამიანი. მათ შორისაა თავად ლუკაშენკო, რომლისთვისაც ეს არის მეექვსე არჩევნები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად