ალექსანდრ ლუკაშენკო თვლის, რომ მომავალი კვირიდან სკოლებში სწავლა უნდა განახლდეს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით გუშინ გროდნოს ოლქში იმყოფებოდა

ბელარუსის საინფორმაციო სააგენტო “belta”-ს ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანა ჯერჯერობით უმკლავდება კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ სიტუაციას.

“ყველაზე მთავარი – ჩვენ ჯერ ვუმკლავდებით. დღეს იმედის პატარა სხივი გამოკრთა. განსაკუთრებით მინსკში. ჩვენთან უკვე მეტი საწოლი გამონთავისუფლდა, ვიდრე ჰოსპიტალიზირების საჭიროების ხალხი გვყავდა. ყველაზე მთავარი – არ დავუშვით აფეთქება”, – თქვა სახელმწიფოს მეთაურმა.

“სენიანობის მხრივ, ვიცი, სხვა ოლქებზე უკეთ გამოიყურებით. ჯერჯერობით ყოჩაღ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოდუნება. ხედავთ, რომ ეს COVID პოლიტიკაში გადაიზარდა. მე ამას ველოდი”, – უთხრა ლუკაშენკომ გროდნოს ოლქის გუბერნატორს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ, მათ შორის, საზღვარგარეთ, გამოითქმება საყვედური იმის გამო, რომ ბელარუსში კორონავირუსს ისე არ ებრძვიან, როგორც სხვები. “ამავე დროს, მათ არ იციან, ჩვენ საერთოდ როგორ ვცხოვრობთ და როგორ ვიბრძვით. განსაკუთრებით ჩვენი ღვიძლი ძმები აღმოსავლეთით, შეწუხებულებულები ისე არიან, რომ… ამიტომ არავითარ შემთხვევაში არაა საჭირო მოდუნება. არათუ მეგობრები, არამედ თანამგრძნობელიც კი ძალიან ცოტა გვყავს მსოფლიოში. იმ გზით არ წავედით, თურმე. ბელარუსის გზით რომ წახვიდე, სისტემა უნდა გაგაჩნდეს. სისტემა კი, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებშიც კი, ჩვენს გარდა, ერთიანად დაანგრიეს. ინფექციური საავადმყოფოები მოსპეს, სპეციალისტები წავიდნენ, მიკრობიოლოგებს, ვირუსოლოგებს, ეპიდემიოლოგებს არავინ არ ამზადებდა. ახლა ნაყოფს იმკიან. და ჩვენ ქვებს გვესვრიან”

ლუკაშენკომ ბელარუსის წარმატების მაგალითად მოიყვანა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დასადგენი ტესტების წარმოება დაიწყეს და ეს ტესტები ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე ზოგიერთი საზღვარგარეთული.

გუშინ ლუკაშენკომ მომავალი კვირიდან სკოლებში სწავლის განახლების აუცილებლობის შესახებაც ისაუბრა.

საჭიროა გვესმოდეს, რომ სოფლებში თესვის სეზონი იწყება და ბავშვებს ვინმემ უნდა მიხედოს, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია ჩავლილია და სოფლებში პრობლემაა არაა. “უნდა დაიწყოს სწავლა. მაგრამ ნელა, მშვიდად. სოფლებში პრობლემა არაა”, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

“მიაქციეთ ყურადღება ეკონომიკას, წარმოება არ ჩამოგვენგრეს”. იგივე ეხება სოფლის მეურნეობას. გავა დრო “პნევმონია წავა, პური იქნება საჭირო. სოფელზე მე ნაკლებად ვდარდობ. ავმუშავდებით. მრეწველობა კი… გარშემო ყველაფერი გაჩერდა”, ახლა “მთავარია შრომით კოლექტივების შენარჩუნება”, – აღნიშნა ლუკაშენკომ და აღუთქვა შეკრებილებს, რომ საწარმოებს, პირველ რიგში კი მსხვილ საწარმოებს, მხარდაჭერას აღმოუჩენს.

გუშინწინ ბელარუსის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ 25 აპრილს რესპუბლიკური შაბათობა ჩატარდება. შაბათობაზე გამომუავებული თანხის 50% ადგილობრივ ორგანოებს გადაეცენათ და ისინი ამ თანხებს საბავშვო საზაფხულო ბანაკების მოსაწყობად და მემორიალური კომპლექსების მოსაწესრიგებლად გამოიყენებენ, მეორე 50% კი ეროვნული სამხატვრო მუზეუმს და ფაშისტების მიერ გადამწვარი სოფელ ოლის საძმო სასაფლაოს რეკონსტრუქცირებას მოხმარდება.

ბელარუსის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ დღეს, თბილის დროით 15:50 საათზე კორონავირუსის სტატისტიკა გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია რამდენ ლაბორატორიაში რამდენი ტესტი ჩატარდა, რამდენი პირის მიმართ მიმდინარეობს მიღებული შედეგის გადამოწმება, რამდენი პაციენტი იმყოფება სტაციონარულ დაწესებულებაში, რამდენი გაეწერა სავადმყოფოდან და რამდენი გარდაიცვალა, მაგრამ არც ბიულეტენის გამოქვეყნების მომენტში და არც მის შემდეგ განვლილ დროში არ დაუზუსტებია ინფიცირებულთა რაოდენობა.

გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ბელარუსში დღე-ღამის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელი იყო დაფიქსირებული – 575 ინფიცირებული, სულ, ეპიდემიის გავრცელების დასაწყისიდან დღემდე კი 4779.

პორტალ worldometers-ის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებულთა აბსოლუტური რაოდენობა და ინფიცირების სიხშირე (ყოველ მილიონზე მცხოვრებზე ინფიცირებულების რაოდენობა) ბელარუსსა (გუშინდელი მონაცემები) და მის მოსაზღვრე ქვეყნებში (დღევანდელი მონაცემები) ასეთია:

ბელარუსი – 4779 → ყოველ მილიონზე მცხოვრებზე 506
ლიტვა – 1239 → ყოველ მილიონზე მცხოვრებზე 455
ლატვია – 712 → ყოველ მილიონზე მცხოვრებზე 377
საშუალოდ მსოფლიოში ყოველ მილიონზე მცხოვრებზე 292
რუსეთი – 36793 → ყოველ მილიონზე მცხოვრებზე 252
პოლონეთი – 8563→ ყოველ მილიონზე მცხოვრებზე 226
უკრაინა – 5106 → ყოველ მილიონზე მცხოვრებზე 117

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად