ალექსანდრ ლუკაშენკო: “თუ შეთანხმებებს არ შეასრულებენ, შეგვიძლია ევრაზიული კავშირიდან გამოვიდეთ”

"თუ შეთანხმებებს არ შეასრულებენ, ვიტოვებთ უფლებას, გამოვიდეთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან",-ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ამ ეტაპზე კავშირი ქვეყნისთვის მომგებიანია და ის ჯერჯერობით გამოსვლის მიზეზებს ვერ ხედავს.

"ჩვენ რუსეთის პრეზიდენტთან – ძმები და მეგობრები ვართ. მე მადანაშაულებდნენ, ჩემთვის ეს ჩვეულებრივია – რომ ლუკაშენკოს სურს გამოვიდეს ამ ხელშეკრულებიდან(ევრაზიული ეკონომიკური კავშირი), რატომ? ის ჩვენთვის ძალიან მომგებიანია. ჩვენ ამაში პერსპექტივას ვხედავთ. ჩვენ ხომ, თქვენთან ერთად რუსი ადამიანები ვართ… ალბათ, არც ისე უმნიშვნელოა, რომ როგორც არ უნდა იფიქროთ ჩემი და რუსეთის პრეზიდენტის ურთიერთობებზე, ჩვენ მეგობრები ვართ. არა მხოლოდ მკვიდრი ძმები, არამედ მეგობრებიც!

თუ შეთანხმებები შესრულდება, მაშინ ჩვენ პირნათლად შევასრულებთ ყველაფერს, რაც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს ეხება, თუ არ შესრულდება, მაშინ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ თუნდაც გამოვიდეთ კავშირიდან",-განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისათვის, ევრაზიულ კავშირში ამ დროისთვის რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყაზახეთი არიან გაწევრიანებული. კავშირში გაწევრიანებას ყირგიზეთი გეგმავს.

კომენტარები
იტვირთება...