ალექსანდრ ლუკაშენკო: “შესაძლოა, მე მაჩვენებენ არა მხოლოდ ტელევიზორიდან, არამედ უთოდანაც და ჩაიდნიდანაც”

დღეს, ბელარუსში რუსმა ჟურნალისტებმა ალექსანდრ ლუკაშენკოს ინტერვიუ ჩამოართვეს

დღეს, მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ინტერვიუსთვის ესტუმრნენ Russia Today-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, “პირველი არხის” კორესპონდენტი ანტონ ვერნიცკი, “Россия 1”-ის პროგრამა “Вести”-ის წამყვანი ევგენი როჟკოვი და რადიოსადგურ “ლაპარაკობს მოსკოვის” მთავარი რედაქტორი რომან ბაბაიანი.

“აიპრესი” გთავაზობთ დღევანდელი ინტერვიუდან ბელარუსის და რუსეთის პრესაში ამ დროისთვის გავრცელებულ ყველაზე პოპულარულ ციტატებს.

“დიახ, შესაძლოა, მე ცოტაოდენ გამიგრძელდა ჯდომა (პრეზიდენტის სავარძელში – “აიპრესი”). შესაძლოა, მე მაჩვენებენ არა მხოლოდ ტელევიზორიდან, არამედ უთოდანაც და ჩაიდნიდანაც. მაგრამ ახლა მხოლოდ მე შემიძლია ბელარუსის დაცვა.”
 
“რაც მე ძალიან მაკავებს ამ სიტუაციაში, თქვენც, ალბათ, იცით – თუ ახლა ლუკაშენკო ჩამოიშლებოდა, ჩამოიშლებოდა მთელი სისტემაც და მის კვალდაკვალ ბელარუსის უკუგორება მოხდებოდა. მე ვფიქრობ, რომ შორს დავგორდებოდით.”
 
“ჩემი გამოჩენა ავტომატით ნიშნავდა მხოლოდ ერთს: მე არსად არ წავსულვარ და მზად ვარ ბოლომდე დავიცვა ჩემი ქვეყანა”
 
“მე ასე უბრალოდ არ წავალ. მე მეოთხედი საუკუნე მოვაწყობდი ბელარუსს. ასე უბრალოდ ამ ყველაფერს არ მივაგდებ.”
 
“ჰო, შეიძლება, ვინმემ თავის ძლიერი მხარი მიუშვირა. მაგრამ ახლა ძალიან გაუზნელდებოდა, აი ეს ბიჭები-ომონელები (მილიციის განსაკუთრებული დანიშნულების რაზმელები – “აიპრესი”) და სხვები და სხვები – ისინი, ვინც ჩემ გვერდით არიან. (…) აი აგერ ზის, სრულიად ახალგაზრდა ადამიანი, გესმით? ისინი რაში არიან დამნაშავენი? და მათ გაჟლეტენ, მათ დაგლეჯენ.”
 
“ჩვენ მზად ვართ გავატაროთ საკონსტიტუციო რეფორმა, ამის შემდეგ კი არაა გამორიცხული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.”
 
“მე ამ სიტუაციის საქმის კურსში ვარ. მას (მარია კოლესნიკოვას – “აიპრესი”) ნამდვილად სურდა გაქცეულიყო უკრაინაში, მას იქ თითქოს და ჰყოლია. და მე, როგორც მესაზღვრე, ვთვლი, რომ ის სწორად დააკავეს.”
 
“ჩვენ ვიცით ვინ დგას ყველა ამ ტელეგრამ-არხების უკან. ესენი ამერიკელები არიან. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ახლა საქმე ბელარუსში არაა. მათი მთავარი მიზანი – რუსეთია! ამიტომ თქვენ (გულისხმობს რუსეთს – “აიპრესი”) არ მოდუნდეთ!”
 
“ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ ინტეგრაცია რუსეთთან, მაგრამ თავდაპირველად საჭიროა, რომ რეალურად ამუშავდეს სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში უკვე არსებული ყველა ინსტიტუტი და პროექტი”
 
 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად