ალექსანდრ ლუკაშენკო: “საქართველოსთვის ურთულეს პერიოდშიც კი არ გვიღალატია”

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს საქართველოსთვის ურთულეს პერიოდშიც კი არ უღალატია,-ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დიდი ყურადღება დავუთმეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კუთხით ურთიერთობების განვითარებას. იცით, რომ ჩატარდა ფართომასშტაბიანი ბიზნესფორუმი. ამ შეხვედრას დაესწრნენ 200-მდე კომპანიის წარმომადგენლები. დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ტვირთბუნვას ვხედავთ სამომავლოდ. არის გარკვეული კონტრაქტები, რომელიც გაფორმდა ჩვენს ქვეყნებს შორის.
 
არასოდეს არ გვიღალატია თქვენთვის ურთულეს პერიოდშიც კი, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საბაჟო უპირატესობები, მდგომარეობა. გონიერი ადამიანები ყოველთვის მონახავენ თანამშრომლობის ფორმატებს. დღეს მაქსიმალურად უნდა დავარეგულიროთ ეკონომიკური ურთიერთობები",-განაცხადა ლუკაშენკომ.
 
როგორც ლუკაშენკომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბელარუსი არაღიარების პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გააგრძელებს.
 
"მე და პრეზიდენტი(გიორგი მარგველაშვილი – რედ.) ვართ რეალისტები. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში მოვძებნით ერთ პასუხს მაინც, ერთ შეკითხვაზე – თუ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ რაღაც პოზიციები შეიცვალოს. არის გაუგებრობა პოლიტიკურ დონეზე, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, უახლოეს მომავალში თქვენ შეიტყობთ ამის შესახებ. ჩვენი პოზიცია იქნება ურყევი, სხვა შემთხვევაში აქ არ ჩამოვიდოდი",-აღნიშნა ლუკაშენკომ.
 
ლუკაშენკოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო. ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში კიდევ ორი დღე იქნება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად