ალექსანდრ ლუკაშენკო: “რუსეთთან ერთად ზენაციონალური ორგანოების შექმნა არ განიხილება”

ბელარუსი და რუსეთი არ განიხილავენ ზენაციონალური ორგანოების შექმნის საკითხს, მაგრამ საგზაო რუკებზე მუშაობა გაგრძელდება, – განაცხადა ლუკაშენკომ სვეტლაგორსკის ცელულოზა-მუყაოს კომბინატის კოლექტივთან შეხვედრისას.

“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ინტეგრაციის მიმართულებით. ამაში არაფერია ცუდი”, – აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ არ განიხილავდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ზენაციონალური ორგანოების და სხვა გაერთიანებების საკითხს, რაც განსაზღვრული იყო 31-ე საგზაო რუკით.

“სუფთა ეკონომიკური საკითხები ინტეგრაციაზე, მაგრამ ნამდვილ ინტეგრაციაზე და არა ისე, როგორც ჩმახავენ (“плявузгаць”) მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში რუსეთში: მათ ესმით ინტეგრაცია როგორც ბელარუსის რუსეთის მიერ შთანთქმა. ეს ინტეგრაცია კი არააა, არამედ ინკორპორაციაა. მე ამაზე არასდროს წავალ”.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად