ალექსანდრ ლუკაშენკო: “მრცხვენია, რომ ამ დრომდე საქართველოში არ ჩამოვდიოდი”

"მრცხვენია, რომ ამ დრომდე საქართველოში არ ჩამოვდიოდი",-ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, საქართველო არის ლეგენდარული ქვეყანა, სადაც ნებისმიერი კუთხეს ლეგენდარული ისტორია გააჩნია.

"ჩვენ დიდი ხნით ადრე უნდა შევხვედრილიყავით ამ ლეგენდარულ ქალაქში, ქვეყანაში. გუშინვე გითხარით, რომ მრცხვენია, თბილისში რომ არ ვარ ნამყოფი, საქართველოში, გარდა სოხუმისა საბჭოთა დროს. როგორც ისტორიკოსი, მე ბევრი ვიცი საქართველოზე და ამიტომ საქართველო ჩემთვის იყო ლეგენდარული ქვეყანა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი მომავალი ურთიერთობების ფუნდამენტი. რომელიც დაფუძნებული იქნება მყარ ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზე.

პოლიტიკაში ჩვენ არ გვაქვს არანაირი უთანხმოებები, მადლიერი ვარ წინა პრეზიდენტის და თქვენი, იმისათვის, რომ დასავლეთში თქვენ ჩვენ მხარს გვიჭერთ",-განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო. ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს 2 დღეში დატოვებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად