ალექსანდრ ლუკაშენკო: “მე არაფერი ზედმეტი არ მინდა”

სოჭში შეხვედრის დასრულებიდან ერთი კვირის თავზე ბელარუსის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების დეტალებზე ისაუბრა.

გომელის ოლქის ქალაქ სვეტლაგორსკის ცელულოზა-მუყაოს კომბინატის კოლექტივთან შეხვედრის დროს, ბელარუსის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების დეტალებზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, “ბოჩაროვ რუჩეი”-ში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს, მან სხვა საკითხებთან ერთად პუტინის ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ რუსეთი გახდა საბჭოთა კავშირის მემკვიდრე. ამჯერად ქვეყანაშია თავმოყრილი ატომური იარაღი, მთელი საზღვარგარეთული ქონება საბჭოეთის მას გადაეცა. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს აქედან არაფერი მიუღიათ. “მთელი ფული იქ მოხვდა და შემდეგ ჩვენ გადაგვაგდეს საბჭოთა მანეთით. მე ეს ყველაფერი შევახსენე. ჩვენ ცოტა არ შეგვიქმნია და ცოტა არ დავტანჯულვართ”, – აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

მისი აზრით, დღეს რუსეთი როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, არ უნდა ივიწყებდეს საბჭოთა ხელისუფლების დაპირებებს. კერძოდ, პრეზიდენტს არ ესმის, რატომ არ გაეწევა დახმარება ბელარუსს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით. ალექსანდრ ლუკაშენკომ შესთავაზა რუსულ მხარეს მიაწოდონ ბელარუსის დაზარალებულ ტერიტორიებს ბუნებრივი აირი  უფრო ნაკლებ ფასში, ვიდრე რესპუბლიკის სხვა რეგიონებს. ” “ხალხი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ისარგებლოს ხე-ტყით და სხვა სახით საწვავით ამ უბედურების გამო”, – განმარტა მან.

მოლაპარაკების პროცესი გაჭიანურდა იმის გამოც, რომ რუსეთის დელეგაციამ უამინდობის გამო ვერ შეძლო სოჭში დროულად ჩაფრენა. თუმცა მათ არყოფნას არ შეუშლია ხელი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის.

გაფართოებული შემადგენლობით თავდაპირველად მოხდა ბელარუსის ატომურ სადგურთან დაკავშირებული სიტუაციის განხილვა. რუსეთის მხარემ მშენებლობის ვადები დაარღვია და ახლა ბელარუსი სთავაზობს მას  შეამციროს ბელარუსის მხარისთვის მშენებლობისთვის გამოყოფილ კრედიტზე საპროცენტო განაკვეთი და გაახანგრძლივოს მისი დაბრუნების ვადა. არის კიდევ მეორე ვარიანტი მოვლენების განვითარების: რუსეთის გენერალურ მენარდეს ვადების დარღვევისთვის გამოეწეროს არცთუ მცირე ჯარიმა. სოჭში მხარეები შეთანხმდნენ მიეღწიათ კონსენსუსისთვის ამ საკითხის გარშემო, მაგრამ დღემდე პოზიციები შეჯერებული არ არის.

მოლაპარაკების შემდეგი ნაწილი ბუნებრივი აირის ფასებს მიეძღვნა. “ახლა ყველა ბრალს მდებს ამ ტელეგრამ-არხებზე, რომ ლუკაშენკო ასეთი ცუდია, ვაჭრობს, სურს თავისთვის ყველაფერის გამოცლა. მე არაფერი ზედმეტი არ მინდა. ჩვენ კავშირში ვართ. და არა მხოლოდ ბელარუსის და რუსეთის კავშირში, არამედ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ გვექნება ვაჭრობა საქონლით და მომსახურებით საბაჟო ტარიფების გარეშე. და რაღა კავშირია, თუ ადამიანებს, საწარმოებს ერთნაირი პირობები არ აქვთ. თქვენ გაზი, დავუშვათ 200 დოლარად და ასეთივე საწარმოებს რუსეთში – 100-ად ან 80-ად. როგორ უნდა გავუწიოთ მათ კონკურენცია? ეს ნიშნავს, რომ მოგვიწევს დავხარჯოთ ნაკლები ელექტროენერგია, ვიმუშაოთ სიცივეში, ხალხს ნაკლები ხელფასები მივცეთ და ასე შემდეგ. ესეც თქვენი ერთნაირი პირობები. აი, ამისთვის ვიბრძვი მე და ეს მსურს. არავითარ შემთხვევაში უფრო იაფი”

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად