ალექსანდრ ლუკაშენკო: ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ბელარუსი მტკიცეა, ბრძენია, ძლიერია და შეუძლია გაუმკლავდეს პანდემიას”

განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას, ბელარუსის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, სააგენტო “ბელტა” ავრცელებს

ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 883 შემთხვევა დაფიქსირდა, 22-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 47 751 შემთხვევა.

ინფიცირებულთა რაოდენობით დღეს ბელარუსმა ნიდერლანდებს გადაასწრო და მსოფლიოში 22-ე ადგილზეა.

მილიონ მცხოვრებზე გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების სიდიდით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც მოსახლეობის რაოდენობა მილიონზე მეტია, ბელარუსი ევროპაში მე-4 ადგილზეა.

ბელარუსში, ყოველი მილიონი მაცხოვრებლიდან, საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე (882) 5,7-ჯერ მეტი – 5 053 კაცია ინფიცირებული, მის წინ მყოფ ბელგიაში კი – 5098.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 4 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში კორონავირუსით 263 კაცის გარდაცვალებაა ოფიციალურად დადასტურებული.

კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა ბელარუსში 27,8-ის ტოლია, ხოლო სიკვდილიანობა 0,55%.

კორონავირუსით გარდაცვლილთ სიხშირიანობით ბელარუსმა მოსაზღვრე ქვეყნებიდან რუსეთს და პოლონეთს ჩამორჩება, ლიტვას, უკრაინას და ლატვიას კი უსწრებს.

კორონავირუსისგან დღის განმავლობაში 949 კაცი განიკურნა და ზედიზედ მეოთხედ მოხდა, რომ დღის განმავლობაში განკურნებულთა რიცხოვნობამ ახლად დაინფიცირებულთა რიცხოვნობას გადააჭარბა.

ამ ფაქტის კონსტანტირების დროს მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანების თანახმად, დაავადებულთან კონტაქტიდან 21 დღის გასვლის შემდეგ ხდება საავადმყოფოდან იმ პაციენტების გაწერა, რომელთა ტესტიც კვლავ დადებითია, მაგრამ ავადმყოფობა მსუბუქ ფორმაში და სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

სულ, განკურნებულ პაციენტთა რაოდენობა 22 015-ია – 48,20%

ბელარუსში სულ 609 671 ტესტია ჩატარებული, 64 519 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

დღეს, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, მოგილიოვის ოლქის აქტივთან შეხვედრის დროს, განაცხადა, რომ ბელარუსში პანდემიის პირობებში ისწავლეს როგორ უნდა ამ პრობლემასთან გამკლავება. უფრო მეტიც, ქვეყანას არ დასჭირდა უკიდურეს ზომებზე წასვლა.

“ჩვენ ჯერჯერობით საერთოდ ავიცილეთ თავიდან უკიდურესი სცენარი. ამასთან ჩვენ ქვეყანა არ დაგვიკეტავს. რაც შეეხება საზღვრებს, ჩვენ არც კი დაგვჭირვებია დაკეტვა. ჩვერნ გარშემო ყველა ჩაიკეტა. ჩვენ არ დაგვიხურავს აეროპორტი. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ არის ასეთი ბელარუსი, რომ ის მტკიცეა, ბრძენია, ძლიერია და შეუძლია გაუმკლავდეს ამ პანდემიას”, განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად