ალექსანდრ ლუკაშენკო: “ჩვენ დავიწყებთ ნავთობის ამოღებას სატრანზიტო მილსადენიდან”

ბელარუსი გაგრძელებს ნავთობის სხვა ქვეყნებში შესყიდვას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ეს რუსულ ნავთობზე უფრო ძვირი დაუჯდება.

ასეთი განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სვეტალაგორსკის ცელულოზა-მუყაოს კომბინატის კოლექტივთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, სოჭში მოლაპარაკების დროს რუსეთის პრეზიდენტმა ეჭვქვეშ დააყენა, რომ ბელარუსი გააგრძელებდა სხვა ქვეყნებში ნავთობის შესყიდვას. “რატომ გააკეთებთ თქვენ ამას, თუ ის (სხვა ქვეყნების ნავთობი – “აიპრესი”) მაინც უფრო ძვირია რუსულზე?” – მკითხა მან

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადების თანახმად, ბელარუსი გააგრძელებს შესყიდვების დივერსიფიცირებას. ‘”რათა ყოველი წლის 31 დეკემბერს არ იდგეს მუხლებზე. ასე არ უნდა ხდებოდეს და ასე არ მოხდება”

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსი არ გადაუხდის პრემიებს რუსულ სანავთობო კომპანიებს, მით უფრო, რომ ისინი პროდუქტს მსოფლიო ფასებში აწვდიან. “ჩვენ არ ვითხოვთ იაფ ნავთობს. ჩვენ ვიყიდით მსოფლიო ფასში და გადავამუშავებთ. ეს ხელსაყრელია კომპანიისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

“სოჭში ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ რუსეთის მთავრობის და პირადად ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი კოზაკის კონტროლქვეშ იქნება ეს საკითხი და ისინი მოგვეხმარებიან ჩვენ, რათა მოვილაპარაკოთ. უფრო სწორად სიგნალი წავიდა: თუ ბელარუსი ვინმესთან მოლაპარაკებას აწარმოებს, დაეხმარეთ, მილსადენით მიაწოდოთ მას ნავთობი რუსეთიდან. მე არავის არ ვაშანტაჟებდი, როცა ვთქვი: თუ რუსეთიდან ჩვენ არ მოგვაწვდიან ნავთობს საჭირო მოცულობით (იანვარში მათ მოგვაწოდეს სულ რაღაც 500 ათასი ტონა – 1,5 მლნ ტონა დაგვაკლეს), ჩვენ დავიწყებთ ამოღებას სატრანზიტო მილსადენიდან. ქვეყნის გავლით დასავლეთისკენ და ბელარუსისთვის გადაიტუმბება70 მლნ ტონა ნავთობი და მათ არ აქვთ არანაირი პრობლემა. კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვაქაჩავებთ ამ ნავთობს. გახსოვთ ზაფხულში დაბინძურებული ნავთობი? ამ დრომდე არ გაუსწორებიათ ამის გამო ანგარიში, თუმცა კი ჩვენთან მწყობრიდან გამოვიდა მოწყობილობა მოზირში, ნოვოპოლოცკში, დაზიანდა ნავთობსადენი “დრუჟბა”-ც. ამიტომ, თუ არ მოგვაწვდიან თებერვალში, ამოვიღებთ”

გარდა ამისა, მისი თქმით, ბელარუსი ევროკავშირიდან ნავთობსადენ “დრუჟბას” ერთ-ერთი განშტოების მეშვეობით ნავთობის რევერსით მიწოდების საკითხს ამუშავებს. “ჩვენ ამჯერად გდანსკიდან (ვიყიდით საუდის არაბეთიდან, ემირატებიდან, აშშ-დან) მივიღებთ ნავთობს მილსადენით”. ამგვარად უკვე რუსეთი კი არ მიაწვდის მილსადენით ნავთობს ევროპას, ჩვენ გადმოვქაჩავთ ევროპიდან, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიწოდებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნან ბალტიის პორტები. აქ აშშ-ს შეუძლია დახმარების გაწევა. “მე ბალტიისპირელებს ვთავაზობ: ჩვენ ვიყიდით ნავთობს ბალტიკაში, გადავქაჩავთ ლიეტუვას ან ლატვიის გავლით (როგორც მოვილაპარაკებთ), გადავამუშავებთ და ვუზრუნველყოფთ მთელ ბალტიისპირა რეგიონს”. ასეთივე პრინციპით შეძლებს მუშაობას ქარხანა მოზირში: ნავთობი მას მიეწოდება შავი ზღვიდან, საწარმო კი უზრუნველყოფს თავისი პროდუქციით უკრაინას და ნაწილობრივ, ევროკავშირის ქვეყნებს.

უპასუხა რა რუსული მხარის შენიშვნას ასეთი მიდგომის სიძვირის შესახებ, ალექსანდრ ლუკაშენკომ შეახსენა მათ, რომ თავის დროზე მათ ათეულობით მლრ დოლარი გამოჰყვეს თურქული და ჩრდილო ნაკადებისთვის, თუმცა შეეძლოთ, კიევის დამატებითი პირობების მიღების შემთხვევაშიც კი, ბევრად უფრო იაფად მიეწოდებინათ ბუნებრივი აირი ევროპისთვის. რუსეთში განაცხადეს, რომ არ წავიდოდნენ ამაზე პრინციპის გამო და გადაწყვიტეს გაზსადენების ამ ქვეყნის გვერდის ავლით მშენებლობა. “ზუსტად ასევე მეც ვამბობ “არას”. ჩვენ ამ მარშრუტებით ნავთობის ალტერნატიულ მოწოდებაზე ვმუშაობთ. ჩვენ ღიად, პატიოსნად ვსაუბრობთ ამ ლოჯისტიკაზე, – აღნიშნა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.

მთლიანობაში ახლახანს სოჭში შემდგარი მოლაპარაკებები ალექსანდრ ლუკაშენკომ დაახასიათა როგორც “ხისტი და გულღია საუბარი”. “ნავთობზე , როგორც ჩვენ ვითხოვდით, – მსოფლიო ფასები ყოველგვარი პრემიების გარეშე, ჩვენ არ გვინდა არანაირი შეღავათები”, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად