ალექსანდრ ლუკაშენკო: “ჩვენ არავის წინაშე მუხლებზე არ დავდგებით”

მინსკი ნავთობის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-თან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და საუდის არაბეთთან.

“თქვენ ხედავთ, რომ ყოველ წელიწადს, ახალი წლის წინ, ჩვენ გვიწევს მუხლებზე დგომა და ამ ნავთობპროდუქტების მოწოდებაზე ხვეწნით დაყოლიება”, – აღნიშნა დღეს, რესპუბლიკური უნიტარული სამეწარმეო გაერთიანება “Завод газетнай паперы”-ს (საგაზეთო ქაღალდის ქარხანა – “აიპრესი) შრომით კოლექტივთან შეხვედრის დროს, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ .

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ის არ ბლეფობდა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის დროს და ბელარუსი მზადაა განახორციელოს ნავთობის იმპორტი ალტერნატიული გზებით.

ალტერნატიული მოწოდების ერთ-ერთი მარშრუტია ბალტიის ზღვის პორტები. უკვე შესყიდულია და ხდება ამ გზით ნორვეგიული ნავთობის მოწოდება. კიდევ ერთი მარშრუტია გდანსკიდან ნავთობსადენ “Дружба”-ს ერთ-ერთი განშტოებით, რევერსის რეჟიმში მოწოდება. “მე პუტინს პირდაპირ ვუთხარი: პირველ ეტაპზე, თუ ჩვენ პოლონელებთან მოვილაპარაკებთ, რევერსით მოგვაწვდიან სამიდან ერთ-ერთი მილით”, – თქვა პრეზიდენტმა.

ლუკაშენკოს თქმით, მესამე მიმართულება, რომელიც აგრეთვე უკვე მოსინჯულია, არის შავი ზღვიდან უკრაინის გავლით მიწოდება.

“და მეოთხე – ეს რუსეთია. ჩვენ არ ვამბობთ უარს ამ ნავთობზე. მაგრამ მოწოდების დივერსიფიკაციას მოვახდენთ ამგვარად. ანუ ჩვენ ერთი ქვეყნიდან მონოპოლიურად არ მივღებთ ნავთობს”, – განაცხადა ლუკაშენკომ

რუსეთს და ბელარუსს შორის კონფლიქტი, ლუკაშენკოს თქმით, მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა ბელარუსისგან ნავთობში მსოფლიო ფასზე მეტის გადახდა მოისურვა.

ალექსანდრ ლუკაშენკო გაზის ფასსაც შეეხო და აღნიშნა, რომ როდესაც ბელარუსი რუსეთს ბელტრანგაზის მილებს აწვდიდა, იყო მკაფიო მოლაპარაკება, რომ ჩვენ გაზს იმ ფასი მოგვაწვდიდნენ, რაც რუსეთში ღირდა. ეს დაივიწყეს და “ახლახანს მე ვუთხარი რუსეთის პრეზიდენტს: თქვენ ადგენთ გაზზე თქვენ ფასს და ჩვენ აგრეთვე გამოვალათ ჩვენი საკუთარი ინტერესებიდან, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს”

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი მსოფლიო ბაზრის ყველა მონაწილესთან აწარმოებს მოლაპარაკებებს: ამერიკელებთან, საუდის არაბეთთან, ემირატებთან. “ბრწყინვალეა ჩემი მათთან დამოკიდებულება. მეუბნებიან, რამდენიც გინდა, იმდენ ნავთობს მოგაწვდით. რა თქმა უნდა ეს მსოფლიო ფასებია, მაგრამ ნავთობის ხარისხი იქ უკეთესია”

“ჩვენ არავის წინაშე მუხლებზე არ დავდგებით”, – ხაზგასმით განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა

ბელარუსის საინფორმაციო პორტალ belta-ს მიხედვით მოამზად რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად