ალექსანდრ ლუკაშენკო: ბელარუსი არჩევნების შემდეგ ქაოსსა და სამოქალაქო ომში არ გაეხვევა

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიაჩნია, რომ ქვეყანა არჩევნების შემდეგ ქაოსსა და სამოქალაქო ომში არ გაეხვევა.

”ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს, მაგრამ იმის თქმის საფუძველი, რომ ხვალ ქვეყანა ქაოსში, ჩაგვრაში, დაპირისპირებაში, სამოქალაქო ომში აღმოჩნდება, არ არსებობს”, – განუცხადა ლუკაშენკამ ჟურნალისტებს.

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის.

”არავის არაფერი გამოგვეპარება. მე გარანტიას გაძლევთ, ეს არის ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი ამოცანა. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ რაც არ უნდა დაგეგმოს ინდივიდუალურმა პირებმა, არაფერი გამოვა”, – აღნიშნა მან.

მან აღნიშნა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ გაამკაცრა კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე. ლუკაშენკომ სასაზღვრო კომიტეტის დილის მოხსენებაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, გასულ ღამეს და დღის განმავლობაში უარი ეთქვა 170 პირს, რომლებსაც ჰქონდათ ყალბი დოკუმენტები ან ვერ ხსნიდნენ ბელარუსში შესვლის მიზანს.

”საზღვარზე კონტროლი ძალიან სერიოზულია. ბოლო მოვლენების გამო, ჩვენ ასევე გავაძლიერეთ დაკვირვება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ლუკაშენკომ დააკონკრეტა, რომ, კერძოდ, უკრაინისა და პოლონეთის ტერიტორიიდან შემოსვლაზე ბევრ მოქალაქეს უარი ეთქვა.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს ტარდება, კანდიდატად რეგისტრირებულია ხუთი ადამიანი. მათ შორისაა თავად ლუკაშენკო, რომლისთვისაც ეს არის მეექვსე არჩევნები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად