ბელარუსი იყო, არის და იქნება ჩინეთის საიმედო პარტნიორი, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ პეკინში, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთსა და ბელარუსს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება განსაზღვრულია ორი ქვეყნის იდეოლოგიების ერთიანობით და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების, პროცესების ლოგიკით.

„ეს მეგობრობა უკვე 30 წელზე მეტია გრძელდება, ამ გზიდან არც ერთხელ გადაგვიხვევია არც მარცხნივ და არც მარჯვნივ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ალექსანდრ ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა სი ძინპინს შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერს ბოლო დროს ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. „დიდი რაოდენობით საერთაშორისო შეხვედრები, რომ აღარაფერი ვთქვათ საშინაო პოლიტიკის საკითხებზე თავად ჩინეთში”, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

„ამ თეზისზე ფიქრისას ვფიქრობდი: კარგი, ეს არის ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ლიდერის ტვირთი, „ამიტომ, ძალიან მადლიერი ვარ თქვენი შეხვედრისთვის, თქვენი ეფექტურობისთვის“, - თქვა ლუკაშენკომ.