ალექსანდრ ლუკაშენკო: “ან რუსეთი დაგვიპყრობს, ან დასავლეთი!”

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მისი ქვეყნის ირგვლივ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნის დაცვისთვის ის ყველაფერს გააკეთებს. აღნიშნული განცხადებები მან რედფორდის უნივერსიტეტის პროფესორთან გრიგორ იოფფესთან ინტერვიუში გააკეთა. 

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, რუსეთი ბელარუსს მასთან შეერთებას სთავაზობს, ევროკავშირი კი კოლონიზაციას.

"ძალიან კარგად მესმის რომ ახლა ბელარუსისთვის ბრძოლა მიმდინარეობს… ან რუსეთი დაიპყრობს ან დასავლეთი, რომელიც ამას უფრო გონივრულად გააკეთებს. ასე თუ ისე საუბარია კოლონიზაციაზე. ავიღოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახდნენ, და რა? გერმანია, საფრანგეთი, ნაწილობრივ დიდი ბრიტანეთი და იტალია წარმართავენ პოლიტიკას. დანარჩენები უნდა იჯდნენ ჩუმად. რუსეთი რას ამბობს? მოგვყიდე, მოგვეცი, შემოუერთდი რუსეთს! ამიტომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გავძლოთ და დავიცვათ ქვეყანა",-განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, როგორც ლუკაშენკო აცხადებს, ორივე მხარე(ევროკავშირი და რუსეთი რედ.) მის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებენ და დაპყრობისკენ ემზადებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად