ალექს მუნი: მოხარული ვარ, რომ საქართველო საარჩევნო სისტემის რეფორმის ერთგულია

ამერიკელი კონგრესმენი ალექს მუნი საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას აფასებს და “ტვიტერში” წერს.

“მოხარული ვარ, რომ საქართველო საარჩევნო სისტემის რეფორმის ერთგულია. ამ მიზნით საკონტიტუციო ცვლილებების დამტკიცება პოლიტიკურ პლურალიზმს შეუწყობს ხელს.

გრძელდება რა საქართველო-ამერიკის პარტნიორობის გაძლიერება, მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოკავშირე დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვის” – წერს ალექს მუნი.

შეგახსენებთ,  21 ივნისს რიგგარეშე სესიაზე პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა ხვალ გაიმართება.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრა მომდევნო კვირაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად