“ალეკო გისმენთ” და “დაავალე მიშას” – როგორ ურთიერთობენ ამომრჩევლებთან ოპოზიციონერი კანდიდატები

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა თავის საარჩევნო ბანერზე პირადი ტელეფონი მიუთითა.

როგორც ის ჟურნალისტებთან განმარტავს, ამ სახით მას უშუალო და მარტივი კომუნიკაცია ექნება თავის ამომრჩეველთან.
“გვინდა ეს ბანერი იყოს ურთიერთობისთვის, აზრის გაცვლა-გამოცვლისთვის და პრობლემებზე ლაპარაკისთვის და არა რაღაც ყალბი სახეებით, სტუდიებში რომ გადაიღებენ ხოლმე. დამირეკეთ ამ ნომერზე, საბურთალოს პრობლემებზე, ამ ბანერით იმის თქმა მინდა, რომ არ დამზოგოთ, დამირეკეთ და რა პრობლემის მოგვარებასაც შევძლებ თავს არ დავზოგავ, ალეკო გისმენთ”, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ “დაავალე მიშას” – ამ სახელწოდების კამპანიის დაწყების თაობაზე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი სიტყვებით, საქართველოს მასშტაბით პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე აქტიურად მართავენ წინასაარჩევნო კამპანიას და ხვდებიან მოსახლეობას. ისინი შემოივლიან სოფლებს, ქალაქებს, რაიონებს, მიიღებენ დავალებებს მოქალაქეებისგან, თუ რა საკითხების გადაჭრა მიაჩნიათ აუცილებლად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და ეს მოთხოვნები გადაეცემა პრემიერმინისტრობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად