“ალეკო გისმენთ!” – ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაკრა

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა,  საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გააკრა.

აღნიშნულის შესახებ ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო ნომერი ჯერ არ აქვს, ამიტომ ბანერზე ტელეფონის ნომერის დაწერა არჩია ხალხთან ურთიერთობისთვის და აზრების გამოცვლისთვის.

“გამოკრული არ გვქონდა ბანერი, რომ რამდენიმე ზარი შემოვიდა. ერთს ვუპასუხე, დანარჩენებს გადავურეკავ“, – აცხადებს ელისაშვილი, რომელიც ამომრჩეველს მოუწოდებს, დაურეკონ მითითებულ ნომრებზე და ესაუბრონ საბურთალოს პრობლემებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად