ალეკო ელისშვილი: სავალალოა, რომ „ქართული ოცნება” ისევ არღვევს შეთანხმებას – ის პირი უჩანს, რომ გვეყოლება ცესკო- ს 6- თვიანი მმართველი

“სავალალოა, რომ „ქართული ოცნება” ისევ არღვევს შეთანხმებას, ის პირი უჩანს, რომ გვეყოლება ცესკო- ს 6- თვიანი მმართველი,” – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმების თანახმად, კანდიდატებს მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია უნდა ჰქონოდათ, თუმცა, მათ არავინ იცნობს და შესაბამისად, არც ასეთი რეპუტაცია აქვთ, რაც უკვე შეთანხმების დარღვევაა.

„კარგი მხარე ამ ისტორიაში არის ის, რომ საარჩევნო ცვლილებების შედეგად, ინსტიტუციურად ისე მოწესრიგდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ვინც არ უნდა იყოს, ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე, მით უფრო მისი ერთ- ერთი მოადგილე იქნება ოპოზიციური კანდიდატი.

მნიშვნელოვანი იყო, რომ კონსენსუსი ყოფილიყო, შესაძლოა, კანდიდატები, ვისაც მხარს უჭერს “ქართული ოცნება”, არიან სანდოები, არ ვიცი, შეიძლება კეთილსინდისიერი ხალხია, მაგრამ შეთანხმებაში გვეწერა, რომ მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია უნდა ჰქონოდათ, არ აქვთ მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია იმიტომ, რომ არ ვიცნობთ. არანაირ შეურაცხყოფას ამ ხალხს არ ვაყენებ, შეიძლება აღტაცებაში მოვიდე მათი საქმიანობით, მაგრამ არ ვიცი მათ შესახებ არაფერი და ეს არის შეთანხმების დარღვევა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...