ალეკო ელისაშვილი: ოპოზიციაში მოწყობილ ცირკზე ლაპარაკი დავასრულე- რამდენიმე დღეში გამოვაცხადებ გადაწყვეტილებას

ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ლელოს“ თავმჯდომარესთან, მამუკა ხაზარაძესთან ტელეეთერში გუშინ მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ დამატებითი კითხვების ვისაც აქვს, გადახედოს წარსულს.

„ვისაც დამატებითი კითხვები აქვს ჩემთან, ხაზარაძესთან ან სხვებთან დაკავშირებით, გადახედონ ჩემს წარსულს, რა გამიკეთებია ქვეყნისთვის, ხალხისთვის, სად ვიყავი წლების განმავლობაში და გადახედონ სხვების წარსულს, ვინ, სად, როდის სად იყო, რა გარიგებებში მონაწილეობდა, ხალხისთვის ის რას აკეთებდა, რა გარიგებებში იყო, ვისთან იყო შეკრული. გარიყვებისა და გამორიყვების არც გვეშინია და გვეცინება. დავასრულეთ ამაზე ლაპარაკი. ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ და დავიწყებთ რეალურად იმაზე ლაპარაკს, რაც ამ ქვეყანას ადარდებს, ეს არის ვაქცინაცია, ცუდი განათლება, ტყუილი, ონლაინ გაკვეთილები, მილიონი პრობლემა რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ამდენი ხანი ველაპარაკებით ამ ოპოზიციას და თვითონ არ იციან, რა უნდათ, თავგზააბნეული ხალხია. ჩვენ ვიცით, რაც გვინდა, ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ვართ და ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მანვე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ბოლო მოვლენების ფონზე, უფრო აქტუალური ხომ არ გახდა პარლამენტში მათი შესვლა.

„ჩვენ ისედაც გვინდოდა, რაც გვინდოდა. უბრალოდ, გვსურდა დანარაჩენებთან ამოგვეწურა რესურსი. ვიცით, რასაც გავაკეთებთ და ამაზე სულ რამდენიმე დღეში ვიტყვით. „ქართულ ოცნებას“ თუ გამოვგლიჯეთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შევალთ პარლამენტში. ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა და ხვდება, რომ ეს იწილო-ბიწილო ყელში ამოუვიდა; შეგხვდები-არ შეგხვდები, შენი წინადადება მომწონს, მაგრამ უკეთესი მე არ მაქვს, რევოლუცია მინდა, მაგრამ რევოლუციის თავი არ მაქვს – ვისაც ეს მობეზრდა, აგერ ვართ და დაგველაპარაკონ. ჩვენ უახლოეს რამდენიმე დღეში ჩვენს გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად