ალეკო ელისაშვილი: ვინც გაშმაგებით გვლანძღავნდა, პარლამენტის დარბაზში აუცილებლად ჩავხედავ თვალებში!

“ოპოზიციიდან ახლა თითქმის ყველა ამბობს, რომ მზადაა შემოვიდეს პარლამენტში. ჩვენ რომ ვთქვით და შევედით ლამის ჯვარს გვაცვეს. მაგრამ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ და არ დავლოდებივართ სხვებს”.

ამის შესახებ ოპოზციონერი დეპუტატი, “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ოპოზიციიდან ახლა თითქმის ყველა ამბობს, რომ მზადაა შემოვიდეს პარლამენტში. ჩვენ რომ ვთქვით და შევედით ლამის ჯვარს გვაცვეს. მაგრამ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ და არ დავლოდებივართ სხვებს. იმიტომ რომ ეს ქვეყანა გვიყვარს, იმიტომ რომ ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად ვართ პოლიტიკაში და დავიწყეთ კიდეც უამრავ პრობლემაზე ლაპარაკიც და მათ მოგვარებაზე ზრუნვაც. იმიტომ რომ უკვე ყავლგასული ბოიკოტით არ გვიწვალებია საქართველო. და ამიტომ ტყუილუბრალოდ გვლანძღეს ამ თვეების მანძილზე, ჰოდა ვინც გაშმაგებით გვლანძღავნდა იმ ხალხს რა თქმა უნდა პარლამენტის დარბაზში აუცილებლად ჩავხედავ თვალებში! მათ პასუხებს ყველა მოისმენთ”, – წერს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ შეთავაზების თანახმად, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

ოპოზიციის ნაწილმა უკვე განაცხადა თანხმობა აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...