“ძალიან კარგად აუხსნა სააკაშვილმა თავის მომხრეებს, რა არის დიდი მიზანი და რა პატარა მიზანი. არ ვიცი, როგორც ჩანს ვიღაცებს უნდათ, რომ სააკაშვილზე უფრო სააკაშვილისტები იყვნენ და თავი მოაწონონ მას
“ძალიან კარგად აუხსნა სააკაშვილმა თავის მომხრეებს, რა არის დიდი მიზანი და რა პატარა მიზანი. არ ვიცი, როგორც ჩანს ვიღაცებს უნდათ, რომ სააკაშვილზე უფრო სააკაშვილისტები იყვნენ და თავი მოაწონონ მას და ასიამოვნონ. ამის გამო აფუჭებენ საქმეს. დისკომფორტია ერთობაში ყოფნა, მაგრამ ეროვნული მიზანია წინ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისაჯონ ადამიანები არჩევნების გაყალბების გამო და მეორე მხრივ არჩევნებს ჰქონდეს შინაარსი. ეს არის ეროვნული მიზანი. როდესაც რომელიმე აქციაზე მთავარი მიზანი ხდება არა ეს, რასაც ვითხოვთ, არამედ სხვა, სწორი არ არის. ასეთი განცდა გაუჩნდათ ჩვენ მხარდამჭერებსაც და “ლელოს” მხარდამჭერებსაც”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
კითხვაზე, ვინ არის სააკაშვილზე მეტად სააკაშვილისტი, ალეკო ელისაშვილმა უპასუხოდ დატოვა. დიალოგში კი გიგი უგულავა ჩაერთო და კონკრეტული გვარიც დაასახელა:
“პილიგრიმი ბარამიძე”, – იხუმრა გიგი უგულავამ.