ალეკო ელისაშვილი: უმრავლესობის წარმომადგენლები არ აღიარებენ პოლიტპატიმრების არსებობას

„ხუთი გვარი თავიდანვე იყო მოლაპარაკებების მაგიდაზე. იმ ხუთიდან ორი უკვე გათავისუფლებულია. დარჩა სამი გვარი. ხუსკივაძე და კობალაძე გამოშვებულები არიან“.

ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ შეხვედრაზე პოლიტპატიმრების საკითხი დასვა.

მისი განმარტებით, პოლიტპატიმრებში, რომლებიც ჯერაც დაკავებულები არიან გიორგი რურუას, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს გულისხმობს.

მისივე თქმით, უმრავლესობის წარმომადგენლები არ აღიარებენ პოლიტპატიმრების არსებობას.

კითხვაზე, როდის იქნება მორიგი შეხვედრა ალეკო ელისაშვილმა უპასუხა, რომ თარიღი ჯერ უცნობია.

„არ ვიცი. შევთანხმდით, რომ კომუნიკაცია გვექნება ერთმანეთთანაც და ელჩებთანაც“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ უნდა დაისაჯოს ნებისმიერი ჩინის მოხელე, ვინ საქართველოს ტერიტორიებით ვაჭრობას ცდილობდა.

„მაინტერესებს ზემდგომი ვინ არის. ზემდგომის ბრალეულობა უნდა გაირკვეს, ვინც საქართველოს ტერიტორიებით ვაჭრობას ცდილობდა. ნებისმიერი ჩინის მოხელე უნდა დაისაჯოს და გამოძიებამ ზუსტად ეგ უნდა გამოიძიოს. მეცნიერებზე ჯოხი არ უნდა გადატყდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად