ალეკო ელისაშვილი: თუ „ქართული ოცნება“ გონს მოეგება და ადეკვატური გამოსავლით მოვა, შექების მეტს არაფერს ვიტყვი

პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ თუ “ქართული ოცნება” ადეკვატურ გამოსავალს მოიფიქრებს, მისგან მხოლოდ შექებას დაიმსახურებს.

“მე დაიმედებული გამოვედი, ის ფრთხილი ოპტიმიზმი, რაც მქონდა, მომემატა დღევანდელი შეხვედრის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო დიალოგი და ცალმხრივი შეხვედრები იყო. ერთი რამ ვიცი, ახლა არის “ქართული ოცნების” ჯერი, მათ უნდა გვითხრან გონივრული ადამიანური გამოსავალი. მე ვამბობ და ვიმეორებ, რომ ეს იქნება არა “ქართული ოცნების” გამარჯვება ან ოპოზიციის, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება. 30 წელია არჩევნები ვერ ჩაგვიტარებია, 30 წელია არჩევნების მერე ან რევოლუცია ხდება ან დავიდარაბა. თუ “ქართული ოცნება” გონს მოეგება და ადეკვატური გამოსავლით მოვა, მე პირადად შექების მეტს არაფერს ვიტყვი. ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ რეალურ პრობლემებზე და ეს ქვეყანა ამოვასუნთქოთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად