ალეკო ელისაშვილი: თუ ოპოზიციური პარტიების ქალები დატოვებდნენ ტრიბუნას, „ოცნების“ მხრიდან იყო მზაობა, რომ დღეს სხდომაზე მოსულიყო პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შედგა კომუნიკაცია, სადაც მმართველმა გუნდმა შესთავაზა ოპოზიციას, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების ქალები დატოვებდნენ ტრიბუნას, „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო მზაობა, რომ პარლამენტში დღეს ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური მისულიყვნენ.

ალეკო ელისაშვილის თმით, ოპოზიციამ ამაზე უარი განაცხადა.

„ჩვენ ვაპირებთ, დავსვათ კითხვები, რაც ვფიქრობ, ხალხი აწუხებს, აინტერესებს და რისი საშუალებაც აქ არ იყო. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია ოპოზიციის ნაწილის ქცევა, მით უმეტეს იყო ერთგვარი მოლაპარაკება და შემოთავაზება „ქართული ოცნების“ მხრიდან, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების ქალები დატოვებდნენ ტრიბუნას, „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო მზაობა, რომ დღეს სხდომაზე მოსულიყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და მათთვის კითხვები დაგვესვა. კატეგორიული უარი იყო. რა უფრო მნიშვნელოვანი, საყურადღებო იქნებოდა ხალხისთვის, მოსულიყვნენ ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური, მათთვის კითხვები დაგვესვა, თუ გვენახა ის, რაც ვნახეთ. უარი თქვეს მათ, ვინც ტრიბუნასთან იყვნენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...