ალეკო ელისაშვილი: თავზარდამცემი ჩანაწერები მოვისმინეთ – ვითხოვთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას

„ჩვენ თავზარდამცემი ჩანაწერები მოვისმინეთ. რამდენიმე დღე გავიდა და არ გვაქვს პასუხი მთავარ კითხვებზე – არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური, იკავებდნენ თუ არა მაღალ თანამდებობას ჩანაწერებში მოსაუბრე ადამიანები ჩანაწერების გაკეთების დროს და შესაბამისად, იყენებდნენ თუ არა სახელისუფლო მექანიზმებს ადამიანებზე ზეწოლისთვის.” – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეები”-ს ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვებია, რაზეც წესით გამოძიებას პასუხი უნდა ჰქონდეს. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ამდენ ხანს გამოძიება დაწყებული იქნებოდა. ამის ნაცვლად ჩვენ პოლიტიკურ ინსინუაციებს და სხვადასხვა სტუდიებში განხილვებს ვხედავთ. არის პოლიტიკური მარჩიელობა, ნაცვლად იმისა, რომ მკაფიო პასუხები გამოძიებისგან გვქონდეს.

უპირველესად „ქართული ოცნების” ინტერესშია, ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი გაეცეს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. მივმართავთ ოპოზიციას, დაგვეხმარონ ამ ინიციატივის რეალიზებაში, რადგან პარლამენტში სულ ორი მანდატი გვაქვს, ხოლო რეგლამენტის თანახმად 30 ხმა საკმარისია საკითხის ინიცირებისთვის, ხოლო 50 ხმა – კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...