ალეკო ელისაშვილი: ტალახის სროლაში ძალიან შევტოპეთ, მაგრამ მაშინ “ცეცხლი გასახსნელი” იყო

ტალახის სროლაში ძალიან შევტოპეთ, მაგრამ მაშინ “ცეცხლი გასახსნელი” იყო, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” განაცხადა.

“ძალიან შევტოპეთ ამ ტალახის სროლაში. ვნანობ იმას, რომ ძალიან ღრმად წავედით და დაგვავიწყდა ყველაზე მთავარი – რისთვისაც აგვირჩიეს და რისთვისაც უნდა ვირჯებოდეთ პოლიტიკოსები, ეს არის ეს გაჭირვებული ქვეყანა. მაგალითად, ერთი ადამიანია 60 წელს გადაცილებული, რომელსაც ონკოლოგიური დაავადებები აქვს და დღეს შემოგვჩიოდა, რომ წინასწარ აქვს გამოტანილი წამლის ფული და ისიც გახარჯული აქვს, ახლა კი წამლის ფული აღარ აქვს. ასეთ დღეშია ეს ქვეყანა, შეხედეთ ბიზნესს. ათი ათასობით ადამიანი შიმშილის ზღვარზეა”, – თქვა ელისაშვილმა.

ინგა გრიგოლიამ მას შეახსენა, რომ მან გახსნა ეს “ცეცხლი”, რაზეც ელისაშვილი ამბობს:

“კი, ჩემიდან დავიწყოთ. მაშინ ცეცხლი გასახსნელი იყო, ერთადერთი იმას ვნანობ, რომ უკვე მეტისმეტია. ყელში ამოვიდა ზიზღი, ჩემ თავზე ვამბობ პირველ რიგში, მაგრამ მაშინ ცეცხლი, რომ არ გაგვეხსნა, ჩაიშლებოდა მოლაპარაკებები”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად