ალეკო ელისაშვილი: შარლ მიშელმა გვითხრა, „ქართულ ოცნებას“ უნდა შეხვდეთო, აგაშენებს ღმერთი-თქო, კინაღამ ხმამაღლა დავიძახე

“ძალიან მოულოდნელი იყო, როდესაც შეხვედრის დასასრულს შარლ მიშელმა გვითხრა – დღეს თქვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შეხვდეთო, ცოტა დამაბნეველიც”.

ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველა მხარიდან შეხვედრაზე მზაობა იყო.

„თითქმის ყველა მხარიდან ამ ინიციატივას მზაობა ჰქონდა. აგაშენებს ღმერთი-თქო, კინაღამ ხმამაღლა დავიძახე. კომპრომისები და დიალოგი ქვეყანას სჭირდება, დიალოგს ალტერნატივას არ აქვს. ძალიან მოულოდნელი იყო, რომ შეხვედრის დასასრულს გვითხრა – დღეს თქვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შეხვდეთო, ცოტა დამაბნეველიც იყო, მაგრამ თითქმის ყველა მხარისგან იყო მზაობა, აგაშენებს ღმერთი-თქო, კინაღამ ხმამაღლა დავიძახე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ: საქართველოში ვიზიტად მყიფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დღეს საღამოს, მთავრობა და ოპოზიცია შეხვედრაზე მიიწვია.

პრემიერ მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს დაუდასტურა, რომ დღეს ოპოზიციასთან შესახვედრად მზად არის.
მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა.

შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რათა სიტუაცია განეიტრალდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...