ალეკო ელისაშვილი: სესხების პროცენტს გაგინახევრებთო, როგორი ამაზრზენი დაპირებაა

ეს განცხადება საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ტვ „პირველის” ეთერში გააკეთა.

„მთელი საარჩევნი კამპანიის განმავლობაში, იტყუება ყველა ვისაც არ ეზარება. ყველა იმეორებს იმ 30 წლიან ტყუილებს რასაც სულ ვისმენთ. სესხების პროცენტს გავანახევრებთო როგორი ამაზრზენი დაპირებაა, აიტი-ქალაქებს აგიშენებთ, ხომ გახსოვთ – მილიონი ხე, მილიონი სამუშაო ადგილი, 5 მილიონი თითო სოფელს, უფასო ფულიო. ასეთ ტყუილებს ვინც მოეშვება და გულწრფელ დაპირებებს იტყვის იმას დაუჭიროს ჩვენმა ამომრჩეველმა მხარი მთელ საქართელოში”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად