ალეკო ელისაშვილი: რვა წლის თავზე “ქართული ოცნება” არის საკუთარი თავის კარიკატურა”

“ახლა პრინციპში არის დროის და მოვლენების ამბავი, როგორ დასრულდება “ქართული ოცნების” ხელისუფლება”.

ამის შესახებ “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა” ალეკო ელისაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ  20 ივნისის შემდეგ, ივანიშვილის ხელისუფლება ზუსტად იმას აკეთებს, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებდა 7 ნოემბრის შემდეგ.

“ჩვენთან ხელისუფლებები ასეა, მწიფდებიან დარბევამდე, მერე უკვე დაარბევენ რუსთაველზე და უკვე იწყება მისი ვარდნა. ახლა პრინციპში არის დროის და მოვლენების ამბავი, როგორ დასრულდება “ქართული ოცნების” ხელისუფლება. უკუსვლა რომ არის და წამზომი ჩართულია, ეს არის ერთმნიშვნელოვანი. ერთი რუსთაველზე დარბევა აკლდა “ქართულ ოცნებას”, დანარჩენი, ყველაფრით დაემსგავსა “ნაციონალურ მოძრაობას”, მხოლოდ ის იყო, რომ სისხლი არ უდენიათ ხალხისთვის და უკვე ესეც მოხდა. იმათ ჰქონდათ 7 ნოემბერი, 26 მაისი და ამათ აქვთ 20 ივნისი. ამოწურეს აბსოლუტურად თავისი თავი. ხელისუფლებები ნორმალურ ქვეყანაში ნდობას ემყარებიან, რომელიც არჩევნებით მოიპოვება, არანორმალურ ქვეყანაში-ძალადობას და შიშს. 8 წელი სრულდება  ხელისუფლებაში იყვნენ და 9 წელს იძახდნენ “ნაციონალური მოძრაობაო”. დღეს კიდევ უფრო ღატაკია ეს ქვეყანა, ვიდრე იყო 2102 წელს და მთლიანად წყალს გაატანა ყველა მოლოდინი რაც გვქონდა ივანიშვილისა “ქართული ოცნებისადმი”. რა გვინდოდა, რა გვაწუხებდა -საკაშვილის და მისი ხელისუფლების ძალადობა მოშორებულიყო, ამოგვესუნთქა და წავსულიყავით განვითარების გზით, რომ მეტი კეთილდღეობა გვქონოდა. ვიხრჩობით სიღატაკეში. აჩემებული რომ ჰქონდა ივანიშვილს “ჭარბი ნდობა”, ყველაფერი გაფლანგა, წავიდა უკვე დაჭერებზე, ძალადობაზე, შეშინებაზე და ამ ყველაფერზე. რვა წლის თავზე “ქართული ოცნება” არის საკუთარი თავის კარიკატურა”-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...