ალეკო ელისაშვილი: ქობულეთის მაჟორიტარ ზაალ მიქელაძეს მინდა მადლობა ვუთხრა, მისი დახმარებით, მძიმე ავადმყოფი სიცოცხლეს შეინარჩუნებს

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს “ქართული ოცნებიდან” ზაალ მიქელაძეს მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში ყვება ამბავს,

“ალეკო გისმენთ” – კამპანია როგორ მუშაობს არჩევნების შემდეგ ერთ ამბავს გეტყვით. ჩემს მიერ გამოცხადებულ ტელეფონზე რამდენჯერმე დამირეკა ქობულეთიდან ერთმა მოქალაქემ, რომელსაც უმძიმესი ოპერაცია ესაჭიროებოდა და ამ ოპერაციისთვის ძალიან დიდი თანხა აკლდებოდა. არ მინდა დავაკონკრეტო არც მოქალაქის სახელი, არც ოპერაციის ტიპი. თ

ანხა კი დაახლოებით 100 ათას ლარს აღემატებოდა. პარლამენტში ტვინი წავუღე “ქართული ოცნების” სამედიცინო პროფილის დეპუტატებს, საერთო ჯამში კი ძალიან გაისარჯა ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ მიქელაძე. ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი ადამიანი, რომელმაც შესძლო ამ თანხის მობილიზება აჭარაში და ის მძიმე ავადმყოფი ადამიანი მალე უცხოეთში ძალიან რთულ ოპერაციას გაიკეთებს და იმედი მაქვს არათუ ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლეს შეინარჩუნებს.

ზაალ მიქელაძეს მინდა გულითადი მადლობა ვუთხრა! არ დავმალავ და გავნაწყენდი იმ მოქალაქეზე, რომელიც სანამ პრობლემას მოვუგვარებდი დილა-საღამო-შუადღეს მირეკავდა. თანხა რომ ჩარიცხა არც კი შემატყობინა, არათუ მადლობა არ მითხრა. მაგრამ როცა ბრაზმა გადამიარა – ჯერ ჩემ თავს ვუსაყვედურე, მადლობისთვის ხომ არ ვირჯებითქო. მერე ზაალ მიქელაძისადმი მადლიერება გამიჩნდა და ბოლოს კი ძალიან გავამაყდი – მალე, სულ მალე იმედი მაქვს რომ ოპერაცია წარმატებით ჩაივლის და ერთი ადამიანის სიცოცხლეს შევინარჩუნებთ! ჰოდა – “ალეკო გისმენთ”!

კომენტარები
იტვირთება...