ალეკო ელისაშვილი: პროკურატურის ჩანაწერებში სამშობლოს ღალატი ვერ დავინახეთ – უბრალო მეცნიერებზე ჯოხი არ უნდა გადატყდეს

ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ზემდგომი პირების მხრიდან მითითებების გაცემის საკითხი.

„ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არ იცვლება. ახლა გვინდა გულდასმით ვნახოთ ეს ჩანაწერები. უკვე რაც ვნახეთ, რაიმე განსაკუთრებული სამშობლოს ღალატი ვერ დავინახეთ. დავინახეთ ის, რომ სადღაც ზემოდან ვიღაც მითითებებს იძლეოდა და გამოძიებამ ეს უნდა გაარკვიოს, მაგრამ მაშინაც მიგვაჩნდა და ახლაც მიგვაჩნია, რომ ჯოხის გადატეხვა უბრალო მეცნიერ ხალხზე, რომლებიც არაფერს წყვეტენ, მიწა-წყალი ვის გადაეცეს და ვის არა, ახლაც არასწორად მიგვაჩნია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ფარულ ვიდეო და აუდიო მასალა გაავრცელა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ მტკიცებულების სახით მოიპოვა ივერი მელაშვილსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ-ს შორის გამართული საუბარი, რომელიც რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს შეეხება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად