ალეკო ელისაშვილი ფინანსთა მინისტრს: სირცხვილია, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა ღირს 22 ლარი

„სირცხვილია, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა ღირს 22 ლარი. ზუსტად ამდენ თანხას იღებენ ვეტერანები თვიდან თვემდე. 37 მილიონი ლარია საჭირო იმისთვის,რომ სულ მცირე 100 ლარამდე გაიზარდოს ეს დახმარება, არც 100 ლარი არის ღირსეული თანხა, ესეც სამარხცვინოა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაღაცაა, რომ ამ ადამიანებმა იფიქრონ, ტყუილად არ დასახიჩრებულან, ტყუილად არ შეუშვერიათ მოწინააღმდეგისთვის შუბლი. იქნებ მოიძიოთ ეს თანხა, მითუმეტეს, თუ ბიუჯეტის კორექტირებას აპირებთ“.

ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენრულ სხდომაზე განაცხადა, სადაც “მინისტრის საათის” ფორმატში ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს უსმენენ და მოითხოვა, დასახელდეს კონკრეტული ციფრები და თანხა, რაც მოსახლეობის საჭიროებას მოხმარდა.

„აქამდე ამბობდით მაინც, თქვენი წინამორბედები ამბობდნენ ხოლმე „ქამრებს შემოვიჭერთო“. წესით, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც უნდა შემოუჭიროს მთავრობას „ქამარი“. გვითხარით ციფრები, თანხა, რას მოაკელით, სად მოუჭირეთ ეს „ქამარი“ და როგორ გადაანაწილეთ გაჭირვებულ ადამიანებზე დაზოგილი თანხა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფინანსთა მინისტრს გარემოვაჭრეების პრობლემებიც შეახსენა და მათ მიმართ ახალი რეგულაციების შემუშავება შესთავაზა.

„ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ხალხი არიან გარემოვაჭრეები, რომლებიც ლუკმა-პურისთვის მთელი დღის განმავლობაში, წვიმაში, ქარში, ტალახში დგანან და სხვადასხვა პროდუქტით ვაჭრობენ. ხან ჩამოუქროლებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური, დააწიოკებს ამ ხალხს, აყრის, გაყრის, არ შეიძლება, რომ რაღაც ადამიანური წესები მოვიფიქროთ ამ ხალხისთვის, საგადასახადო რეჟიმი თუ რაღაც სხვა, რომ ადამიანებად გრძნობდნენ თავს და სულ მორიგი თავდასხმის შიში და მოლოდინი არ ჰქონდეთ?!“- მიმართა ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...