ალეკო ელისაშვილი “ოცნებას”: ნუ ვაწვალებთ და ვაჯანჯღარებთ ქვეყანას

ალეკო ელისაშვილის შეფასებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებაა.

მანვე, საარჩევნო სისტემის პრეზენტაციაში მონაწილე “ქართული ოცნების” ლიდერებს მოუწოდა, შს მინისტრი გიორგი გახარია გადაგდეს და შემდეგ გააგრძელონ საარჩევნო სისტემაზე მშვიდად მსჯელობა.

“დღევანდელი შეკრება ძალიან კარგია. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ქუჩაში ისმოდა, სახელწმიფოებრივად სწორია. ამისთვის გეტყვით მადლობას. პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ასე კონსტიტუციურად, მაგიდასთან, ერთმანეთთან ლაპარაკით, როგორც არ უნდა გვეხატებოდეს ერთმანეთი გულზე. ასევე, რადგან მშვიდად ვლაპარაკობთ სახელმწიფოებრიობაზე, “ქართული ოცნება” ხართ აქ შეკრებილი, მე, როგორც ერთი მოქალაქე, იმ აქციაზე მდგომი, რომელიც ეს დღეებია ქუჩაში მომდიმარეობს, მოგმართავთ კეთილგანწყობით, რჩევით, გახარიასთან დაკავშირებით ეს გაჯიქება ქვეყანას ვნებს, თორემ ახალგაზრდებს იქ დგომა კი არ ეზარებათ. გახარიას გადადგომა ამოასუნთქებს ქვეყანას. ნუ ვაწვალებთ და ვაჯანჯღარებთ ქვეყანას“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...