ალეკო ელისაშვილი: “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” ერთმანეთს აძლიერებენ და კვებავენ

“ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთმანეთს აძლიერებენ ამ 6 წლის განმავლობაში”, – ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა.

“ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთმანეთს აძლიერებენ ამ 6 წლის განმავლობაში. უერთმანეთოდ მათ არ შეუძლიათ. ხომ გახსოვთ დათა თუთაშხიას მისი შვილი რომ მოკლავს და მუშნი ზარანდია რომ გაქრება. იმიტომ, რომ მისი მკვებავი იყო დათა თუთაშხია. ზუსტად ასეა, ერთმანეთს აძლიერებენ და კვებავენ. ეს არის 2 ძალა, რომლებიც ერთმანეთს კვებავენ. ამ საარჩევნო კამპანიისგან რამე რეალურს ისმენდით ერთი ან მეორე კანდიდატისგან?! გარდა იმისა, რომ 400 ლარს მოგიმატებთ და ა. შ”. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...