ალეკო ელისაშვილი: ოპოზიციას არჩევნების გაყალბებაზე მტკიცებულებების წარდგენა კი არ გაუჭირდა, საერთოდ ვერ წარმოადგინა

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხხადებით, ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნებზე დამკვირვებლების და საარჩევნო კომისიის წევრების რესურსი არ გამოიყენა და არჩევნების გაყალბებაზე საუბრის პარალელურად მტკიცებულებები საერთოდ ვერ წარმოადგინა.

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა “ღამოს კურიერში” განაცხადა, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგებზე ისაუბრა.

“ჩვენ რომ გვყოლოდა საარჩევნო კომისიის წევრები, დარწმუნებულები ვიქნებოდით გაყალბდა თუ არ გაყალბდა. ოპოზიციას მტკიცებულებების წარდგენა კი არ გაუჭირდა, საერთოდ ვერ წარმოადგინა. 11 ათასი კაცი ჰყავდა ჯამში დამკვირვებლად და კომისიის წევრად 3 ოპოზიციურ პარტიას და დაემტკიცებინათ. ამაო გარჯა იყო… ის ფურცელი გადავშალეთ ისედაც პარლამენტში შესვლით. ეს დრო ტყუილად დაიხარჯა და “ქართულ ოცნებას” უფრო სხვა რამეში უნდა დაეხარჯა ეს დრო და ენერგია რაც ამ კომისიის მუშაობაში ჩაიდო,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...