ალეკო ელისაშვილი: ნიკა მელია ზღვარს გასცდა ჩემთან მიმართებაში, ზედმეტები მოსდის

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ალეკო ელისაშვილიმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა, მხარი არ დაუჭირონ პარტი “ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარის, ამავე პარლამენტის წევრის ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას.

“ყველა კოლეგას, “ქარრთული ოცნების” წარმომადგენლებს მინდა გთხოვოთ, რომ არ გაიზიაროთ პროკურატურის შუამდგომლობა. იმიტომ რომ, ჩვენ თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიის წარმომდგენლებს და მითუმეტეს პარტიის თავმჯდომარეებს იმუნიტეტს არ უნდა უხსნიდნენ.
იმუნიტეტის არსი, შინაარსი და ფილოსოფია არის და ამიტომაც მოიგონეს იმუნიტეტი, რომ ოპოზიციურ დეპუტატებს ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლებისას ხელები გახსნილი და არ ეშინოდეთ თავისი ქმედებების.
ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რას ექომაგები იმ კაცს, რომელიც დილიდან შენზე საძაგლობებს იძახისო. ფაქტია, რომ ნიკა მელია ზღვარს გასცდა ჩემთან მიმართებაში. აშკარად სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის, თუმცა მძიმე ემოციური ფონი აქვს და ამას მივაწერ და ამით გავამართლებ მის ქმედებას.
ამიტომ გთხოვდით და მოგიწოდებდით, თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა. რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ ნიკა მელიასთან და “ნაციონალური მოძრაობისადმი” არ დაუჭიროთ მხარი დეპუტატის უფლებამოსიულების შეწყვეტის საკითხს”, –  განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობას.

ცნობისთვის,  პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.
სასამართლომ 40 000 ლარის გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

2021 წლის 12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგმლობით პარლამენტს მიმართა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...